მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმნაძე: 1 წელი მაინც დაგვჭირდება ყველაფრის გადასალახავად

5e9f3aec0abcb
თამთა ჯიჯავაძე
21.04.20 22:25
14399
კოვიდ 19-თან ცხოვრება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ბევრ ჩვევაზე უარი უნდა ვთქვათ დიდი ხნით, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ „რუსთავი ორის“ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, საუბარია მაგალითად, ოჯახურ და სამეგობრო თავყრილობებზე.

„მოგვიწევს ამაზე მე ვიტყოდი, რომ საკმაო ხნით გადაჩვევა. ეს არის ჩვენი ტრადიციები, მე მესმის, ეს არის ჩვენი ცხოვრების ნაწილი, ცხოვრების წესი, მაგრამ რაღაცა პერიოდის განმავლობაში ჩვენ მოგვიწევს ამ ყველაფერზე უარის თქმა, თუ არ გვინდა, რომ სიტუაცია დაიძაბოს... იმიტომ რომ ქვეყანა უნდა გაიხსნას, რა თქმა უნდა.. ამ ეტაპს ახლა იმედია, ჩვენ გავივლით ძალიან მშვიდად და წყნარად, მაგრამ მუდმივად ვერ ვიქნებით ასე ხომ... ქვეყანა, რა თქმა უნდა, გაიხსნება. ქვეყანა ასეთ რეჟიმში ვერ იქნება როგორც დღეს არის“, – განაცხადა იმნაძემ.

მისივე თქმით, ჩვეული ცხოვრების წესის დაბრუნებაზე ალბათ ერთი წელი მაინც არ უნდა ვიფიქროთ.

„ერთი წელი მაინც დაგვჭირდება იმისათვის რომ გადავლახოთ ყველაფერი. ეს ვირუსი მართლა არავინ არ იცის. ვაქცინას, რა თქმა უნდა, ველოდებით. იმედია რომ უფრო ადრე გამოჩნდება ანტივირუსული, უშუალოდ ამ ვირუსზე მოქმედი პრეპარატი. ამის დიდი იმედი გვაქვს რომ ეს შეიძლება ზაფხულშიც მოხდეს“, – აღნიშნა მან.

იმნაძემ ასევე განაცხადა, რომ ეს ვირუსი ძალიან უცნაურად იქცევა და მასთან უნდა ვისწავლოთ ურთიერთობა: „თუ არ ვისწავლით მასთან თანაცხოვრებას, ისე არაფერი გამოგვივა“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები