მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმნაძე: პაციენტს, რომელსაც კოვიდის ახალი შტამი დაუდასტურდა, მოგზაურობის ისტორია არ აქვს

5ff423f078175
თამთა ჯიჯავაძე
05.01.21 12:39
637
პაციენტს, რომელსაც კორონავირუსის ახალი შტამი დაუდასტურდა, მოგზაურობის ისტორია არ აქვს. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პაციენტს, მანამ ვიდრე ავად გახდებოდა ჰქონდა კონტაქტი იმ ადამიანთან, რომელსაც ჰქონდა მოგზაურობის ისტორია.

„მოძიებულია იმ ადამიანის ნიმუში, მიმდინარეობს მისი სეკვენირება. ის ადამიანი საქართველოში აღარ არის“, - აღნიშნა იმნაძემ.

ცნობისთვის, კორონავირუსის ახალი შტამი საქართველოში გუშინ დადასტურდა. პაციენტი 50 წელს გადაცილებული მამაკაცია, რომლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და იმყოფება იზოლაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები