Impact Hub Tbilisi-ის ინიციატივითა და ორგანიზებით უკვე მესამედ ჩატარდა სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას. პრე-აქსელერაციის პროგრამას Impact Hub Tbilisi-ის მიერ შექმნილი საინიციატივო გუნდი უძღვება, გამოცდილი მენტორების ხელმძღვანელობით, რომელთაც სპეციალური გადამზადების კურსი გაიარა წამყვან საერთაშორისო აქსელერაციის პროგრამაში. მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით გუნდმა ჩამოაყალიბა ლოკალური პრე-აქსელერაციის პროგრამა, რომელიც ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის გამოწვევებს პასუხობს.
სტუმრები: ქეთი ებანოიძე - Impact Hub Tbilisi-ის თანადამფუძნებელი;
ლევან ბორჩხაძე - MLbee-ს თანადამფუძნებელი