მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იმპორტი მცირედით $4.8 მლრდ-მდე გაიზარდა - TOP-10 პროდუქტი, რომელიც 4 თვეში შევიძინეთ

მანქანა ავტოექსპორტი ავტომობილი

იანვარ-აპრილში საქართველოში სავაჭრო ბრუნვა 2.7%-ით 6 მილიარდ 563 მილიონი დოლარამდე შემცირდა, სადაც იმპორტს 73.1%-იანი წილი უკავია.

საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, 2024 წლის პირველ ოთხ თვეში საქართველოდან სხვადასხვა დასახელების საქონლის შესაძენად 4 მილიარდ 800 მილიონი დოლარი გავიდა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის იმპორტს 0.3%-ით აღემატება.

იმპორტის მიხედვით უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების მიხედვით თუ შევხედავთ 4 ქვეყნიდან, მათ შორის რუსეთიდან, აშშ-დან, აზერბაიჯანიდან და იაპონიიდან საქონლის იმპორტი შემცირებულია. საიმპორტო ქვეყნების TOP-10-ეული კი ასე გამოიყურება:

  1. თურქეთი - $839.7 მლნ, ზრდა - 6%;
  2. რუსეთი - $606.4 მლნ, კლება - 2.7%;
  3. აშშ - $445.4 მლნ, კლება - 23.2%;
  4. ჩინეთი - $418.7 მლნ, ზრდა - 25.5%;
  5. გერმანია - $320.3 მლნ, ზრდა - 6.1%;
  6. აზერბაიჯანი - $208.8 მლნ, კლება - 14.5%;
  7. იტალია - $135.4 მლნ, ზრდა - 19.5%;
  8. იაპონია - $109.2 მლნ, კლება - 30.5%;
  9. საფრანგეთი - $96 მლნ, ზრდა - 9.7%;
  10. პოლონეთი - $94 მლნ, ზრდა - 13.8%.

რაც შეეხება იმპორტირებული საქონლის უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფებს, რომელიც იანვარ-აპრილში ქვეყანაში შემოვიდა, მსუბუქი ავტომობილების იმპორტის კლების მიუხედავად, ეს სასაქონლო ჯგუფი კვლავ რეიტინგის სათავეშია და მთლიანი იმპორტის 15%-იან წილს იკავებს. TOP-10 იმპორტირებული საქონელი:

  1. მსუბუქი ავტომობილები - $721.8 მლნ, კლება - 25.7%;
  2. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $422.6 მლნ, ზრდა - 32.8%;
  3. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - $217 მლნ, ზრდა - 39.6%;
  4. ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები - $201.7 მლნ, კლება - 19.5%;
  5. სატელეფონო აპარატები და აპარატები მონაცემების გადაცემისა და მიღებისთვის, სადენიანი და უსადენო კავშირისათვის - $102.7 მლნ, კლება - 9.4%;
  6. გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - $96.2 მლნ, ზრდა - 50.9%;
  7. სატვირთო ავტომობილები - $65.9 მლნ, ზრდა - 59.2%;
  8. წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე - $46.1 მლნ, ზრდა - 51.8%;
  9. შავი ლითონების მეტალოკონსტრუქციები და მათი ნაწილები - $40.9 მლნ, ზრდა - 6.7%;
  10. საფრენი აპარატები - $36.1 მლნ, ზრდა - 649.2%.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები