მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმპორტიორთა კავშირი: მაისში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტი 37.7%-ით გაიზარდა

5ee0b03b37269
ვიქტორია მღებრიშვილი
10.06.20 14:26
1162
2020 წლის მაისში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1.06 ათასი ტონა, რაც 0,29 ათასი ტონით, ანუ 37.7%-ით მეტია აპრილის თვის მაჩვენებელთან (0,77 ათასი ტონა) შედარებით. ინფორმაციას ამის შესახებ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საცხებ-საპოხი მასალების იმპორტი მაისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0,73 ათასი ტონით, ანუ 40.8%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1,79 ათასი ტონა) შედარებით.

ქვეყნების მიხედვით, მიმდინარე წლის მაისში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა ირანიდან - 0.26 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 24.5%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: თურქეთი - 0.14 ათასი ტონა (13.2%), აზერბაიჯანი - 0.13 ათასი ტონა (12.3%) რუსეთი - 0.12 ათასი ტონა (11.3%), გერმანია - 0.06 ათასი ტონა (5,7%) და სხვ.

მიმდინარე წლის იანვარ-მაისის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა 6.07 ათასი ტონა შეადგინა, რაც 1.49 ათასი ტონით ანუ 19.7%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (7.56 ათასი ტონა) შედარებით.

რაც შეეხება იანვარ-მაისის თვეების განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტს ქვეყნების მიხედვით, ყველაზე დიდი მოცულობის იმპორტი განხორციელდა თურქეთიდან - 1.11 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 18.3%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ირანი - 0.92 ათასი ტონა (15.1%), რუსეთი - 0.80 ათასი ტონა (13.2%), გერმანია - 0.60 ათასი ტონა (9.9%) და სხვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები