მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

11 თვეში სანავთობო ბიტუმისა და თხევადი გაზის იმპორტი გაიზარდა - ნავთობიმპორტიორთა კავშირი

იმპორტი

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, იანვარ-ნოემბერში სანავთობო ბიტუმისა და თხევადი გაზის იმპორტი გაიზარდა.

გაერთიანების ცნობით, ამ პერიოდში ქვეყანაში 113,1 ათასი ტონა სანავთობო ბიტუმი შემოვიდა, რაც 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (104,9 ათასი ტონა) შედარებით 8,2 ათასი ტონით ანუ 7,8%-ით მეტია.

2023 წლის 11 თვეში სანავთობო ბიტუმის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა - 52,8 ათასი ტონა რუსეთიდან განხორციელდა, რაც მთელი იმპორტის 46,7%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ერაყი - 40,9 ათასი ტონა (36,2%); თურქეთი - 17,2 ათასი ტონა (15,2%); აზერბაიჯანი - 1,8 ათასი ტონა (1,6%); ირანი - 0,2 ათასი ტონა (0,2%); თურქმენეთი - 0,1 ათასი ტონა (0,1%);

რაც შეეხება თხევად გაზს, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში LPG იმპორტმა 51,5 ათასი ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (39 ათასი ტონა) შედარებით 12,5 ათასი ტონით ანუ 32%-ით მეტია.

2023 წლის 11 თვის განმავლობაში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტის 99,6% (51,3 ათასი ტონა) რუსეთის ფედერაციიდან განხორციელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები