სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2026 წლის განმავლობაში ეფექტიანობის 7 აუდიტს ჩაატარებს, რაც მთლიანი აუდიტორული საქმიანობის (47 აუდიტი) 15%-ს შეადგენს.
ეფექტიანობის აუდიტი თანამედროვე საჯარო სექტორის აუდიტის ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია სახელმწიფო მმართველობის ეკონომიურობის, პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის შესაფასებლად.
„ეფექტიანობის აუდიტი მიზნად ისახავს შეაფასოს, რამდენად იქნა მიღებული გადახდილი ფასის შესაბამისი სარგებელი. ეფექტიანობის აუდიტის განხორციელება ხელს უწყობს საჯარო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, საბიუჯეტო სახსრების დაზოგვას, მათ მიზანმიმართულად და ეფექტიანად გამოყენებას“, - ნათქვამია აუდიტის სამსახურის 2026 წლის აუდიტორულ გეგმაში.
როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, მიმდინარე წელის დაგეგმილია შემდეგი პროგრამების ეფექტიანობის აუდიტები:
- საჯარო სექტორში გაციფრულების (Digitalization) პროექტების განხორციელება. აუდიტის მიზანია შეაფასოს დაუმთავრებელიდადროში გაჭიანურებული საჯარო სერვისებისგაციფრულების პროექტები. კერძოდ, შეირჩევასისტემები, რომლებიც მოქალაქეთა მომსახურებისგაუმჯობესებას შეუწყობს ხელს
- იმუნიზაციის ეროვნული პროგრამა. აუდიტის მიზანია შეაფასოს, რამდენად ეფექტიანადუზრუნველყოფს იმუნიზაციის ეროვნულიპროგრამა მოსახლეობის დაცვას ვაქცინაციითმართვადი ინფექციებისგან და აღწევს თუარაეროვნული კალენდრით გათვალისწინებულივაქცინების 95%-იანი მოცვის მიზნობრივმაჩვენებელს.
- პროფესიული განათლების სისტემის შემდგომი რეაგირება. აუდიტის მიზანია შეაფასოს პროფესიული განათლების სისტემის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანობა.
- ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესი. აუდიტის მიზანია შეისწავლოს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანიზაციების მიერ ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის მიზნით დანერგილი მექანიზმებისა და განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანობა.
- „მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით“ გათვალისწინებული დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების (DRG) დაფინანსების სისტემა. აუდიტის მიზანია DRG მეთოდის დანერგვისე ფექტიანობისა და პროდუქტიულობის შეფასება.
- ერთიანი წყალმომარაგების განხორციელება (SDG აუდიტი). აუდიტის მიზანია შეაფასოს, რამდენად ეფექტიანიაქვეყნის მასშტაბით წყალმომარაგების პროცესიდამონიტორინგი. აუდიტი შეაფასებს მომსახურებისდაფარვასა და ხარისხს, ასევე ამ მიმართულებითმართვის ეროვნული პოლიტიკის განხორციელებისშედეგიანობას.
- კონკურენციის განვითარების ხელშეწყობის შემდგომი რეაგირება. აუდიტის მიზანია შეაფასოს წინა აუდიტის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა და მიღწეული პროგრესი.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2026 წლის განმავლობაში 47 აუდიტს ჩაატარებს, რითაც იგეგმება ქვეყნის ნაერთი ბიუჯეტის 96%-ის ანუ 31.3 მილიარდი ლარის დაფარვა.
როგორც აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული აუდიტორული გეგმიდან ირკვევა, 47 აუდიტიდან 5 ფინანსური აუდიტი იქნება, 35 - შესაბამისობის აუდიტი, ხოლო 7 - ეფექტიანობის აუდიტი.




























