ინდივიდუალური სანქციების დაწესებაზე არ ვიყოყმანებთ - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე, სახდეპის პრეს-სპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა.
ჟურნალისტმა სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერს თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადების შესახებაც დაუსვა შეკითხვა, რომ კალაძემ თქვა, რომ მმართველ გუნდს არაფერი გაუკეთებია საიმისოდ, რომ აშშ-ის მხრიდან სანქციები გამოეწვია, რაზეც მან შემდეგნაირად უპასუხა:
„ჩვენ გამოვაცხადეთ ახალი სანქციების პოლიტიკა. ჯერ არ გამოგვიცხადებია ინდივიდუალური სანქციები. მაგრამ, ნათლად მივუთითეთ, რომ არ ვიყოყმანებთ ამის გაკეთებაზე“, - თქვა მილერმა.