მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ინდოელი ტურისტების დაახლოებით 10%-ს, ვისაც ვიზა აქვს, ქართველი მებაჟეები საზღვარზე არ უშვებენ - "ჯუნი"

 ინდოელი ტურისტების 2

ტურისტული კომპანია "ჯუნის" დირექტორი ლაშა სეფერთელაძე ამბობს, რომ ინდოელი ტურისტების საქართველოში შემოშვების საკითხი ნაწილობრივ კვლავ პრობლემატურია.

როგორც მან "საქმიანი დილის" ეთერში განაცხადა, დაახლოებით იმ ხალხის 10%-ს, ვისაც ციფრული ვიზა აქვს, ქართველი მებაჟეები საზღვარზე არ უშვებენ.

"ჩვენ პრაქტიკულად ინდურ ბაზარზე მარკეტინგი დავიწყეთ იქამდე, მანამ ტურიზმის ადმინისტრაცია დაიწყებდა და ელექტრონულ ვიზებზე გადავიდოდით აქტიურად, განვახორციელეთ სამუშაო პროცედურები. თავიდან რაღაცა პრობლემები იყო ვიზებთან დაკავშირებით, ეს პრობლემები მოგვარდა, ვიზების გაცემა ამ ეტაპზე გაცილებით მარტივია. თუმცა ბოლო პერიოდში, სანამ ბაზარი დაიხურებოდა - ფრენები საომარი ვითარებიდან გამომდინარე ბუნებრივია შეჩერებულია - პრობლემები იყო. იყო შემთხვევა, ცოლ-ქმარი მოდიოდა საქორწინო მოგზაურობაში, ორივეს ჰქონდა ვიზა და მებაჟეებმა ქმარი არ შემოუშვეს, ცოლი შემოუშვეს. არა მარტო ჩვენ, არამედ სხვა ბიზნესსაც აქვს ანალოგიური პრობლემები. დაახლოებით 10%-ს იმ ხალხის, ვისაც უკვე ქართული ვიზა აღებული აქვს, ქართველი მებაჟეები საზღვარზე არ უშვებენ და ეგ, რა თქმა უნდა, პრობლემაა. იმედი მაქვს, როცა გამოსწორდება სიტუაცია, ეს პრობლემებივ აღმოიფხვრება", - განაცხადა ლაშა სეფერთელაძემ.

ცნობისთვის, 2025 წელს ინდოეთიდან ჯამში 142.5 ვიზიტი შედგა, წლიურად ზრდა 15% იყო. ინდოეთიდან ჩამოსულმა ვიზიტორებმა ჯამში 290 მლნ ლარი დახარჯეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები