მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ინდოეთი და ისრაელი სავაჭრო მოლაპარაკებებს განაახლებენ

ინდოეთისა და ისრაელის დროშები
BM. GE
21.11.25 21:00
330

ინდოეთსა და ისრაელს შორის მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით განახლდება. ამ მხრივ, მხარეებმა ხელი მოაწერეს ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ გაგრძელდება. ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები ათწლეულია რაც მიმდინარეობს.

ორივე მხარე მიზნად ისახავს კავშირების გაზრდას სოფლის მეურნეობაში, ციფრულ ტექნოლოგიებსა და განახლებადი ენერგიის წყაროებში. ასევე განხილვის საგანს წარმოადგენს თავდაცვის სფეროც.

შეთანხმებული ჩარჩოს პირობებში დადგენილია მოლაპარაკებათა რაუნდების გაწერილი თარიღები და შესაბამისი პროტოკოლები.

თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების დადების შემთხვევაში ტარიფების შემცირება, ბაზრების გახსნა და ინვესტიციის შემოდინება მოხდება. კერძოდ, საუბარია ისრაელურ მაღალ ტექნოლოგიურ საქონელსა და ინდურ ფარმაცევტულ პროდუქტებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები