მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინდური Jio Platforms-ის აქციების პირველად განთავსებაზე მოთხოვნამ $26.3 მილიარდს გადააჭარბა

Jio platforms

ინდოეთის უმსხვილესი ტელესაკომუნიკაციო და ციფრული სერვისების კომპანია Jio Platforms-ის აქციების პირველადი საჯარო განთავსების წინასწარ ეტაპზე ინსტიტუციური ინვესტორების მხრიდან რეკორდული, ₹2.5 ტრილიონის ($26.3 მლრდ.) მოცულობის განაცხადები შევიდა.

როგორც ირკვევა, მსხვილი ფონდებისთვის გამოყოფილ ₹81.1 მილიარდის ($854 მლნ.) კვოტაზე მოთხოვნამ მიწოდებას 30-ჯერ გადააჭარბა.

კომპანიის ოფიციალური განცხადებით, ინვესტორებზე 72.47 მილიონი აქცია საფასო დიაპაზონის ზედა ზღვარზე განაწილდა. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს წამყვან აქტივების მმართველებს შორის, რომლებმაც წილები უკვე შეიძინეს, BlackRock-ი, Capital Group-ი, GIC-ი, Fidelity Investments-ი, JPMorgan Asset Management-ი, აბუ-დაბის საინვესტიციო სააგენტო და ინდოეთის სახელმწიფო სადაზღვევო კორპორაცია Life Insurance Corporation-ი არიან.

რაც შეეხება საჯარო განთავსების მთავარ პარამეტრებს, Meta-სა და Google-ის მიერ მხარდაჭერილი კომპანია ჯამში ₹302 მილიარდის ($3.2 მლრდ.) მოზიდვას გეგმავს, რაც ეროვნულ ვალუტაში ინდოეთის ისტორიაში უმსხვილესი შეთავაზება იქნება.

აღსანიშნავია, რომ დადგენილი ფასის გათვალისწინებით, Jio Platforms-ის საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით $108 მილიარდით განისაზღვრა. თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ ეს მაჩვენებელი ჩამორჩება ერთი წლის წინ პროგნოზირებულ შეფასებას, რომელიც $130 მილიარდს აჭარბებდა.

ინფორმაციისთვის, საჯარო ვაჭრობა და აქციებზე განაცხადების მიღება ფართო საზოგადოებისთვის ოთხშაბათიდან პარასკევის ჩათვლით გაგრძელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები