საქართველოში ბრინჯის იმპორტი ყოველწლიურად მზარდია. 2025 წელს ქვეყანაში 11,8 მლნ აშშ დოლარის ბრინჯი შემოვიდა. 2024 წელს ეს მაჩვენებელი 9.7 მლნ აშშ დოლარი, ხოლო 2023 წელს - 9,3 მლნ აშშ დოლარი იყო. საქსტატის მონაცემების თანახმად, საქართველოს ბრინჯი 12%-ით გაუიაფდა.
რაც შეეხება საიმპორტო ქვეყნებს, საქართველოში ნახევარზე მეტი მოცულობის ბრინჯი ინდოეთიდან შემოდის. 2025 წელს ამ ქვეყნიდან 8 543 ტონა ბრინჯი 7 მლნ აშშ დოლარად შემოვიტანეთ. ეს მაჩვენებლები 2024 წლის მონაცემებზე დაახლოებით ორჯერ მეტია. ინდოეთის შემდეგ მეორე ადგილზეა პაკისტანი.
Top-5 საიმპორტო ქვეყანა:
- ინდოეთი - 7 მლნ აშშ დოლარი, 8 543 ტონა
- პაკისტანი - 1,9 მლნ აშშ დოლარი, 3 676 ტონა
- ვიეტნამი - 623 900 აშშ დოლარი, 705 ტონა
- იტალია - 415 400 აშშ დოლარი, 210 ტონა
- თურქეთი - 385 700 აშშ დოლარი, 296 ტონა
სტატისტიკა აჩვენებს, რომ ყველაზე ძვირად ბრინჯს იტალიიდან ვყიდულობთ, ხოლო იაფად - პაკისტანიდან.
რაც შეეხება ექსპორტს, რაც რეექსპორტს გულისხმობს, მისი მაჩვენებლები უმნიშვნელოა. მაგალითად, გასულ წელს ჯამში 31 300 აშშ დოლარის 22 ტონა ბრინჯის ექსპორტი განხორციელდა. ბრინჯის მცირე ექსპორტი კანადასა და სომხეთზე გადანაწილდა.




























