მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ინდოეთის რამდენი მოქალაქე სწავლობს საქართველოს უნივერსიტეტებში?

უცხოელი სტუდენტები

საქართველოში 2024/2025 სასწავლო წლების მონაცემებით, სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში 7 268 უცხოელი სტუდენტი სწავლობს, ხოლო კერძო სასწავლებლებში - 29 857. მათ შორის ყველაზე დიდი რაოდენობა ინდოეთის მოქალაქეა - 20 319. აქედან, 16 715 ინდოეთის მოქალაქე სტუდენტი კერძო უნივერსიტეტებში, ხოლო 3 604 - სახელმწიფოში.

2024/2025 სასწავლო წლების სტატისტიკით, TOP-10 ქვეყანა, საიდანაც ჩამოსული უცხოელი სტუდენტების რაოდენობა ყველაზე მეტია საქართველოში

  1. ინდოეთი - სახელმწიფო სასწავლებლებში 3 604; კერძო სასწავლებლებში - 16 715;
  2. იორდანია - სახელმწიფო სასწავლებლებში 322; კერძო სასწავლებლებში - 2165;
  3. ისრაელი - სახელმწიფო სასწავლებლებში 37; კერძო სასწავლებლებში - 2173;
  4. სუდანი - სახელმწიფო სასწავლებლებში 228; კერძო სასწავლებლებში - 1546;
  5. გაერთიანებული სამეფო - სახელმწიფო სასწავლებლებში 45; კერძო სასწავლებლებში - 1134;
  6. პაკისტანი - სახელმწიფო სასწავლებლებში 315; კერძო სასწავლებლებში - 871;
  7. ლიბანი - სახელმწიფო სასწავლებლებში 104; კერძო სასწავლებლებში - 876;
  8. ეგვიპტე - სახელმწიფო სასწავლებლებში 627; კერძო სასწავლებლებში - 423;
  9. აზერბაიჯანი - სახელმწიფო სასწავლებლებში 376; კერძო სასწავლებლებში - 484;
  10. რუსეთი - სახელმწიფო სასწავლებლებში 496; კერძო სასწავლებლებში - 155;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები