ინდოეთმა მზეზე პირველი სადამკვირვებლო მისია გაგზავნა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. აღსანიშნია, რომ რამდენიმე დღის წინ ინდოეთი გახდა ასევე პირველი ქვეყანა, რომელმაც მთვარის სამხრეთ პოლუსის სიახლოვეს კოსმოსური ხომალდი დასვა.
რაც შეეხება მზეზე გაგზავნილ მისიას, Aditya-L1-მა დედამიწა დღეს, ინდოეთის დროით 11:50 საათზე დატოვა. ის 1.5 მილიონ კილომეტრს გაივლის დედამიწიდან, რაც მზესა და დედამიწას შორის არსებული მანძილის მხოლოდ 1%-ს შეადგენს. მისიას ამ მანძილის დასაფარავად ოთხი თვე დასჭირდება.
კერძოდ, ინდოეთის ხომალდი მიემართება Lagrange point 1-სკენ, რომელიც ევროპული კოსმოსური სააგენტოს თანახმად, არის ადგილი, სადაც ორი დიდი ობიექტის გრავიტაციული ძალები - როგორიცაა მზე და დედამიწა - ანადგურებს ერთმანეთს, რაც კოსმოსურ ხომალდს საშუალებას აძლევს გაჩერდეს.
როგორც კი Aditya-L1 მიაღწევს ამ "პარკინგის ადგილს", მას შეეძლება მზის გარშემო ბრუნვა იგივე სიჩქარით, როგორც დედამიწას. ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ თანამგზავრს ამ წერტილში ძალიან ცოტა საწვავი დასჭირდება მუშაობისთვის.