მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინდოეთმა რუსეთს ბენზინის მიწოდების გაზრდაზე უარი უთხრა

ნავთობი

Reuters-ის ცნობით, ინდოეთის სამმა სახელმწიფო ნავთობკომპანიამ რუსეთის თხოვნა არ დააკმაყოფილა და მოსკოვს კრიზისის ფონზე ბენზინის დამატებითი მარაგების მიწოდებაზე უარი უთხრა.

არსებული ინფორმაციით, Indian Oil-მა, Bharat Petroleum-მა და Hindustan Petroleum-მა მიზეზად საექსპორტოდ დამატებითი საწვავის არარსებობა დაასახელეს.

საყურადღებოა, რომ სახელმწიფო კომპანიების უარის შემდეგ, რუსულმა ენერგოგიგანტებმა, Rosneft-მა და Gazprom Neft-მა ბენზინის დამატებითი პარტიების მისაღებად მცირე ზომის ინდურ გადასამუშავებელ ქარხნებსაც მიმართეს, თუმცა უცნობია, მოახერხეს თუ არა შეთანხმების დადება.

ცნობისთვის, რუსეთის ბაზარზე ნავთობპროდუქტების დეფიციტი ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე უკრაინის მხრიდან გახშირებულმა შეტევებმა გამოიწვია. ამჟამინდელი შეფასებით, დაზიანებების გამო ქვეყნის გადასამუშავებელი სიმძლავრეების დაახლოებით ნახევარი ამჟამად გაჩერებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები