მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინდოეთში აუთსორსზე მომუშავე პროგრამისტების უმეტესობა ხელოვნური ინტელექტის გამო სამსახურს დაკარგავს - Stability AI

64b645f1d199c
გიორგი არონია
19.07.23 00:24
2347

მომდევნო ორი წლის განმავლობაში, ინდოეთში აუთსორსზე მომუშავე პროგრამისტების უმეტესობა ხელოვნური ინტელექტის გამო სამსახურს დაკარგავს, - ამის შესახებ Stability AI-ის დირექტორმა, ემად მოსტაკმა UBS-ის ანალიტიკოსებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. მისივე თქმით, ჩანაცვლებას ისეთი პროგრამული უზრუნველყოფის აღზევება განაპირობებს, რომელიც ადამიანებს უფრო ეფექტიანს ხდის.

ხელოვნური ინტელექტის ექსპერტი ამბობს იმასაც, რომ ინდოელი პროგრამისტების მოწყვლადობას ქვეყანაში არსებული შრომის პოლიტიკა განაპირობებს. ემად მოსტაკის თქმით, ინდოეთში კანონი დასაქმებულებს ისე არ იცავს, როგორც, მაგალითად, საფრანგეთში, სადაც ტექნოლოგიური განვითარების გამო ადამიანის გათავისუფლება, წარმოუდგენელია.

შეგახსენებთ, რომ ინდოეთი დეველოპმენტის აუთსორსინგის ერთ-ერთი გლობალური ცენტრია, სადაც ხუთ მილიონზე მეტი დეველოპერი ცხოვრობს. ინდოელი პროგრამისტების სერვისებს იყენებენ, როგორც სილიკონის ველზე ბაზირებული ტექნოლოგიური კომპანიები, ასევე უოლ-სტრიტის ბანკები და სხვა მსხვილი კომპანიები. ინდოელი დეველოპერების მიმზიდველობას მათი პროფესიონალიზმი, სიუხვე და შედარებით დაბალი ფასი განაპირობებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები