მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინდონეზია განახლებადი ენერგიის მოცულობას 32 გიგავატამდე ზრდის

განახლებადი ენერგიის მოცულობა

ინდონეზიის სახელმწიფო კომუნალური მომსახურების უწყება PLN-ი განახლებადი ენერგიის 32 გიგავატიანი მოცულობის დამატებასა და მწვანე ელექტროსადგურებში ინვესტიციის ჩადებას გეგმავს - ამის შესახებ Reuters წერს. 

აღნიშნული გადაწყვეტილება სახელმწიფო გეგმის ნაწილია, რომელიც განახლებად ენერგიაზე ქვეყნის ადაპტირების ტემპის აჩქარებასა და ქვანახშირზე დამოკიდებულის შემცირებას გულისხმობს. ქვანახშირი ინდონეზიის ელექტროენერგიის ნახევარს გამოიმუშავებს. 

2021-2030 გენგეგმის მიხედვით, კომპანია განახლებად რესურსებზე დაფუძნებული ენერგიის მოცულობის ზრდას 20.9 გიგავატით აპირებს, რაც დაახლოებით 51%-იანი ზრდა იქნება ამჟამინდელი გენერაციის დამატების შემდეგ. 

"განახლებადი ენერგიის აჩქარებული განვითარების ფონზე, ჩვენი ელექტროენერგიის 75% მწვანე ენერგიაზე, 25% კი ბუნებრივ აირზე იქნება დამოკიდებული”, - აცხადებს PLN-ის აღმასრულებელი დირექტორი დარმავან პარასოდო.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ინფორმაციით, ინდონეზიის ელექტროენერგიის მხოლოდ 14%-ია განახლებადი რესურსებით წარმოებული. 

ინდონეზია იმედოვნებს, რომ Just Energy Transition პროგრამის მიერ გამოყოფილი ფინანსური დახმარება PLN-ს ახალი ელექტროსადგურების ინსტალაციაში შეუწყობს ხელს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები