მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინდონეზიის მშპ მე-3 კვარტალში 4,94%-მდე შენელდა - მიზეზი ექსპორტის შემცირებაა

ინდონეზია

ინდონეზიის სტატისტიკის სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი, მე-3 კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4,94%-ით გაიზარდა, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე სუსტი ზრდაა. სააგენტო მთავარ მიზეზად ექსპორტის შემცირებას ასახელებს.

ბოლო კვარტალში, კერძო მოხმარება, რომელიც ინდონეზიის მშპ-ს ნახევარზე მეტს შეადგენს, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5,06%-ით გაიზარდა, ხოლო ექსპორტი 4,26%-ით დაეცა. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, სოფლის მეურნეობა 1.46%-ით, ხოლო მრეწველობა 5.2%-ით გაიზარდა.

“გლობალურ ბაზარზე საქონლის ფასების კლებამ ინდონეზიის ისეთ საექსპორტო საქონლის საექსპორტო ღირებულების შემცირებაზე მოახდინა გავლენა, როგორიცაა ქვანახშირი, რკინა, ფოლადი და ნედლი პალმის ზეთი”, - განაცხადა ამალია ადინინგგარ ვიდიასარმა, ინდონეზიის სტატისტიკის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა.

ამასთან, ინდონეზიის სტატისტიკის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი აღნიშნავს, რომ მიუხედავად საექსპორტო ღირებულების შემცირებისა, ქვეყანაში გაიზარდა ტურიზმის სექტორი.

“ქვეყანაში გაიზარდა მოძრაობა და ტურიზმის სექტორი, აღდგენილია უცხოელი ტურისტების რაოდენობა, რომლებიც ქვეყანას სტუმრობენ და ეს რიცხვი უახლოვდება პანდემიამდელ დონეს, აღსანიშნავია ისიც, რომ მოტოციკლების საცალო და შიდა გაყიდვებმა ასევე შეუწყო ხელი ეკონომიკას”, - დასძინა მან.

2022 წელს ინდონეზიის ეკონომიკა 5,31%-ით გაიზარდა, რაც ყველაზე სწრაფი ტემპი იყო ცხრა წლის განმავლობაში. მიმდინარე წელს ცენტრალური ბანკის პროგნოზით, ქვეყნის ეკონომიკა 4,5%-იდან 5,3%-მდე გაიზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები