მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინდორამამ რუსთავის აზოტში ახალი საინვესტიციო გეგმის შესახებ განაცხადა

სს
10.06.24 20:14
687

რუსთავის აზოტსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი სს რუსთავის აზოტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ პრაკაშ კეჯრივალმა და მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მოაწერეს.

2023 წლის იანვარში, რუსთავის აზოტის აქციათა 100% შეძენილი იქნა კორპორაცია ინდორამას მიერ, რომელიც სინგაპურში დაფუძნებული მულტინაციონალური ინდუსტრიული ჯგუფია. ინდორამას მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება სს რუსთავის აზოტის ტერიტორიაზე დაბალი სიმკვრივის გვარჯილის (LDAN) მწარმოებელი ახალი წარმოების ასაშენებლად 60 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირების თაობაზე.

LDAN-ის წარმოების მშენებლობის პროცესი გულისხმობს ახალი, მაღალი ღირებულების მქონე პროდუქტის წარმოებას, რომელიც გააძლიერებს საექსპორტო შემოსავლებს და გაზრდის სავალუტო რეზერვებს ქვეყნისთვის, შეინარჩუნებს არსებულ პირდაპირ და არაპირდაპირ დასაქმების შესაძლებლობებს და შექმნის ახალ პერსპექტივებს და შესაძლებლობებს. პროექტი მოიზიდავს დამატებით კაპიტალს და მოიტანს მდგრად სოციალურ და ეკონომიკურ სარგებელს.

მემორანდუმი ითვალსწინებს მხარეთა თანამშრომლობას აღნიშნული საინვესტიციო პროექტის წარმატებით და დროული განხორციელებისათვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები