მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ინდურმა ნავთობგადამმუშავებელმა კომპანიებმა რუსული ნავთობის შესყიდვები დააპაუზეს - Reuters

ინდოეთ

სანქციების დაწესების შემდეგ, ინდურმა ნავთობგადამმუშავებელმა ქარხნებმა რუსული ნავთობის შესყიდვაზე ახალი შეკვეთები არ განათავსეს. ისინი მთავრობისა და მომწოდებლებისგან განმარტებებს ელოდებიან - ამის შესახებ Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით წერს.

ანონიმური წყარო, რომელსაც ოფიციალურად მედიასთან საუბრის უფლება არ აქვს, ბრიტანულ გამოცემასთან აღნიშნავს, რომ ზოგიერთი ინდური კომპანია ნედლი ნავთობის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ე.წ. "სპოტ" ბაზრებს იყენებს.

წყაროს თანახმად, სახელმწიფო კომპანიამ Indian Oil ნავთობის შესყიდვის ტენდერი გამოაცხადა, ხოლო კონგლომერატია Reliance Industries-მა შესყიდვები სპოტ ბაზრებიდან გაიზარდა.

საქმე ისაა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, აშშ-მა, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა მოსკოვის წინააღმდეგ არაერთი სანქცია აამოქმედეს. მათ შორის, გასულ კვირას, ვაშინგტონის სანქციები გავრცელდა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობმწარმოებელზე, Lukoil-სა და Rosneft-ზე.

როგორც Reuters-ი იტყობინება, ინდური ნავთობგადამმუშავებელი კომპანიები მზად არიან, მკვეთრად შეამცირონ რუსული ნავთობის იმპორტი.

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მონაცემებით, ინდოეთმა 2025 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში დღეში 1.9 მილიონი ბარელ ნავთობს ყიდულობდა, რაც რუსეთის მთლიანი ექსპორტის 40%-ს შეადგენს. აპრილიდან სექტემბრამდე ქვეყანაში რუსული ნავთობის იმპორტი წლიურად 8.4%-ით შემცირდა, რაც რუსეთში მარაგების შემცირებას უკავშირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები