მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინდურმა საფონდო ბირჟამ კაპიტალიზაციით ფრანგულს გადაუსწრო

647744eb47302
გიორგი თოლორდავა
31.05.23 18:00
705
ინდოეთის საფონდო ბირჟამ გლობალურ რეიტინგში მეხუთე ადგილი დაიბრუნა და მან საერთო საბაზრო კაპიტალიზაციით ფრანგულს გადაუსწრო.

ამჟამად ინდურ საფონდო ბირჟაზე 3 ტრილიონ 300 მილიარდი დოლარის ღირებულების კომპანიებია დალისტული, მათ შორის უმსხვილესი კი გაუტამ ადანის და მუკეშ ამბანის ჰოლდინგებია.

გლობალურ რეიტინგში საფრანგეთის ჩამოქვეითება მსოფლიოს მასშტაბით ფუფუნების საგნებზე მოთხოვნის შემცირებითაა განპირობებული, რამაც ბერნარ არნოს LVMH-ისა და Vivendi-ს აქციების გაუფასურება გამოიწვია. საერთო ჯამში, ერთ თვეში ფრანგული კომპანიების საერთო კაპიტალიზაცია 100 მილიარდი დოლარითაა შემცირებული.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს უმსხვილეს ეკონომიკებს შორის ინდოეთს ყველაზე დიდი ზრდის პოტენციალი აქვს. IMF-ის პროგნოზით, მიმდინარე წელს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 5.9%-ით გაიზრდება.


"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები