მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ინდუსტრია ყოველწლიურად დაახლოებით 10-13%-ით იზრდება" - როგორია ინტერესი კრიპტოს მიმართ?

 სულხან ჯაში

Coinmania-ს დამფუძნებელი და დირექტორი სულხან ჯაში ამბობს, რომ კრიპტო ინდუსტრიის მიმართულებით მომხმარებლების დაინტერესება მზარდია.

მან კრიპტო ინდუსტრიში არსებულ დინამიკაზე "ბიზნესის კვირეულთან" ინტერვიუში აღნიშნა, რომ ის ყოველწლიურად 10-13%-ით იზრდება.

სულხან ჯაშის თქმით, გლობალურად არის შეცვლილი დამოკიდებულება და თავად საფინანსო სექტორი თუ რეგულატორები ინტერესდებიან ამ ტექნოლოგიებით.

"2017 წლიდან დავიწყეთ საქმიანობა, თავდაპირველად გავერკვიეთ ამ ტექნოლოგიაში, რასაც ბლოკჩეინი ჰქვია, დავინახეთ მისი ფასეულობები, რომ ეს არის თავისუფლება, ნაკლები კონტროლი და დავიჯერეთ, რომ ეს არის მომავალი ფინანსური რევოლუცია. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან მხოლოდ ერთი კრიპტოვალუტა, ბიტკოინი გვქონდა, შემდეგ ვამატებდით კრიპტოვალუტებს, მომხმარებლების ზრდის დინამიკა იყო დაახლოებით 300% ყოველწლიურად, ბოლო წლებში ბევრი კონკურენტი გამოჩნდა, დინამიკა ცოტათი შენელდა, მაგრამ პირველი 5 წელი ასე იყო. დიდ სურათში, ყოველწლიურად დაახლოებით 10-13%-ით იზრდება კრიპტო ინდუსტრია. Gen Z და მილენიელების თაობაში, 60%-ით მზარდია დაინტერესებაა, რომ ამ მიმართულებით ინვესტიცია გააკეთონ. შეიძლება ითქვას, ამ მიმართულებით მთლიანი მსოფლიო შემოტრიალდა ცალსახად. ბოლო ორი წელია ვესწრებით სხვადასხვა ქვეყნებში ფორუმებს, თვითონ საბანკო სექტორის და ფინანსური ინსტიტუტების დაინტერესებაც შემოტრიალდა, რეგულატორებიც ღიად ხელს უწყობენ ამ დარგში ინვესტიციების მოზიდვა",- განაცხადა სულხან ჯაშმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები