მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფექციურმა საავადმყოფომ საერთაშორისო აკრედიტაცია მოიპოვა

ინფექციური
27.12.24 11:54
365

თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულმა ცენტრმა საერთაშორისო აკრედიტაცია მოიპოვა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ, ცენტრის მედპერსონალსა და თანამშრომლებს, აღნიშნული წარმატება მიულოცა და აღნიშნა, რომ ინფექციური საავადმყოფოს შესაძლებლობები კიდევ უფრო გაფართოვდება.

"ინფექციურმა საავადმყოფომ, სამედიცინო პროცესების და პაციენტების უსაფრთხოების გერმანულ სტანდარტებთან შესაბამისობისთვის, KTQ საერთაშორისო აკრედიტაცია და ხარისხის მართვის სერტიფიკატი მიიღო. გერმანელმა აუდიტორებმა, ცენტრში ჩატარებული აუდიტის შედეგად, მაღალი შეფასება მისცეს მაღალტექნოლოგიური აპარატურის და აღჭურვილობის მქონე თანამედროვე ინფრასტრუქტურას, ჰოსპიტლის მენეჯმენტს, პაციენტების და თანამშრომლების უსაფრთხოებას, კლინიკური რისკების და ხარისხის კონტროლის მართვას, ინფორმირებულობას და კომუნიკაციას, აგრეთვე - ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან (ჯანმო, NIH, აშშ CDC და სხვ.) მრავალწლიან წარმატებულ თანამშრომლობას, ერთობლივი ინოვაციური კვლევითი პროექტების განხორციელებას, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს ჯანდაცვით პროგრამებში აქტიურ მონაწილეობას და სხვა", - წერია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, თბილისის განახლებული ინფექციური საავადმყოფო წელიწადნახევრიანი დაგვიანებით ორი თვის წინ გაიხსნა. ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაახლოებით 90 მლნ ლარი დაჯდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები