დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 1530 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გამოჯანმრთელდა 1848 მოქალაქე.
გარდა ამისა, ვირუსმა ქვეყანაში, კიდევ 23 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
11 ოქტომბრის სრული სტატისტიკური მაჩვენებლები ასეთია:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 635 583 , ბოლო 24 საათში - 1 530
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 602 372 , ბოლო 24 საათში - 1 848
მათ შორის გარდაცვლილი - 9 269 , ბოლო 24 საათში - 23
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 17 711, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 11 033, PCR ტესტით - 6 678
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 8,64%, ბოლო 14 დღის - 6,25%, ბოლო 7 დღის - 7,6%
სულ ჩატარდა - 1 874 845 აცრა, დღიურად აცრილია - 3 442
კარანტინის რეჟიმში - 71
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4 514
კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 703




























