ბოლო 24 საათში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 268 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 274 989-ს.
ამასთან, ბოლო 24 საათში, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 233 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 268 237-მდე.
ასევე, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით გარდაცვალების 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 648 პირი ემსხვერპლა.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.02 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.51 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.46%.




























