სპეციალურ გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 3 034 და გამოჯანმრთელების 3 952 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
გარდა ამისა, ვირუსმა ქვეყანაში კიდევ 86 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
3 სექტემბრის სრული კოვიდ-სტატისტიკა ასეთია:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 559 943 , ბოლო 24 საათში - 3 034
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 506 486 , ბოლო 24 საათში - 3 952
მათ შორის გარდაცვლილი - 7 649 , ბოლო 24 საათში - 86
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 36 400, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 21 132, PCR ტესტით - 15 268
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 8,34%, ბოლო 14 დღის - 9,72%, ბოლო 7 დღის - 8,98%
სულ ჩატარდა - 1 259 391 აცრა, დღიურად აცრილია - 23 518
კარანტინის რეჟიმში - 111
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 7 210
კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 2 542




























