მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ინფიცირების 5 739 და გამოჯანმრთელების 2 082 ახალი შემთხვევა - 19 ოქტომბერი

616e6067ee84d
ინგა მურუსიძე
19.10.21 10:44
614
დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 5 739 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გამოჯანმრთელდა 2 082 ადამიანი.

გარდა ამისა, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსმა კიდევ 36 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ქვეყანაში სულ ვირუსით გარდაცვლილია 9 546 ადამიანი.

სრული სტატისტიკური მაჩვენებლები ასეთია:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 670 552 , ბოლო 24 საათში - 5 739
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 616 937 , ბოლო 24 საათში - 2 082
მათ შორის გარდაცვლილი - 9 546 , ბოლო 24 საათში - 36
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 56 555, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 42 546, PCR ტესტით - 14 009
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 10,15%, ბოლო 14 დღის - 8,64%, ბოლო 7 დღის - 9,12%
სულ ჩატარდა - 1 920 934 აცრა, დღიურად აცრილია - 6 203
კარანტინის რეჟიმში - 61
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 5 570
კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 1 020

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები