მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ინფიცირების 6 021 და გამოჯანმრთელების 3 792 ახალი შემთხვევა - 9 ნოემბერი

618a1373e2796
ინგა მურუსიძე
09.11.21 10:50
396
სპეციალურ გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 6 021 და გამოჯანმრთელების 3 792 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

გარდა ამისა, ვირუსმა ქვეყანაში კიდევ 75 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

9 ნოემბრის სრული კოვიდ-სტატისტიკა ასეთია:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 761 067 , ბოლო 24 საათში - 6 021
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 696 921 , ბოლო 24 საათში - 3 792
მათ შორის გარდაცვლილი - 10 584 , ბოლო 24 საათში - 75
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 52 033, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 38 545, PCR ტესტით - 13 488
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 11,57%, ბოლო 14 დღის - 9,78%, ბოლო 7 დღის - 10,46%
სულ აცრილია - 2 010 783, დღიურად აცრილია - 5 254
კარანტინის რეჟიმში - 54
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6 808
კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 1 300.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები