მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ინფიცირების ნახტომისებური ზრდა მთავრობას და ჯანდაცვის სექტორს მინიშნებას აძლევს“ - მინისტრი

60760126bc786
ვიქტორია მღებრიშვილი
14.04.21 00:36
608
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებლების ნახტომისებური ზრდა საყურადღებოა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების ფონზე რეგულაციების გამკაცრების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„საკმაოდ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ინფიცირების ნახტომისებური ზრდა (1 374 დადასტურებული შემთხვევა) გვაქვს. ეს ეპიდემიოლოგებს, სრულიად ჯანდაცვის სექტორს, მთავრობას ძალიან ბევრ მინიშნებას აძლევს. ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია ჩვენმა მოქალაქეებმა იცოდნენ, თუ რა შედეგები შეიძლება დადგეს იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ყველანი ერთობლივად არ შევასრულებთ იმ დადგენილ რეგულაციებს, რომლებიც როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, ასევე ჯანდაცვის სამინისტროსგან, დაავადებათა კონტროლის მხრიდან არაერთხელაა მოწოდებული და იმ პირობებს, რომლებიც შრომის უსაფრთხოებისგან ბიზნესისთვისაა დადგენილი“, - განაცხადა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები