ამერიკის შეერთებული შტატების ჯანდაცვის მინისტრმა, რობერტ კენედი უმცროსმა mRNA ვაქცინის განვითარებისთვის ფედერალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი $500 მილიონის პროექტები შეაჩერა.
როგორც მან განმარტა, მიზეზი ამ მიმართულებით ხარჯების გაღების არაეფექტურობაა. მისი თქმით, უმჯობესია, ქვეყანამ ფული გაცილებით უსაფრთხო ვაქცინების შექმნაზე დახარჯოს.
აღსანიშნავია, რომ კენედის გადაწყვეტილება უარყოფითად აისახება Covid-19-სა და გრიპის ვირუსზე სამეცნიერო კვლევების ჩატარებაზე. მინისტრის გადაწყვეტილებას მალევე გამოეხმაურა სამეცნიერო საზოგადოება. მათ კენედი გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ მსგავსი მიდგომა შეერთებულ შტატებს მომავალი პანდემიებისადმი მოუმზადებელს დატოვებს.
საბიუჯეტო დაფინანსების შეჩერებასთან ერთად კენედიმ ვაქცინების მიმართულებით მრჩეველთა 17-წევრიანი ბორდიც დაითხოვა. მათ მაგივრად კი თანამდებოებზე ვაქცინაციისადმი სკეპტიკურად განწყობილი ადამიანები დანიშნა.




























