მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ინფლაცია, ენერგო-მატარებლებზე ფასის ზრდა, ლოგისტიკური საკითხები“ - რა გამოწვევებია ლუდის ბაზარზე?

641da59cbd625
თინათინ ნატმელაძე
28.03.23 20:45
530
ლუდის ბაზრის ინდუსტრია ეკონომიკის ზრდასთან ერთად იცვლება, - ამის შესახებ ლუდის მწარმოებელი კომპანია „ნატახტარის“ კორპორატიულ საქმეთა დირექტორმა, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა მედიას განუცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სექტორში მზარდი ტენდენცია შეინიშნება, გამოწვევები მაინც არსებობს.

„მთავარი გამოწვევა არის ინფლაცია, რომელიც მომხმარებელს აწვება და მის მსყიდველობით უნარიანობას ამცირებს, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენი პროდუქციის რეალიზებაზეც აისახება. ასევე, ერთ-ერთი სირთულეა ენერგომატარებლებზე ფასის ზრდა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში კლების ტენდენცია შეინიშნება, ნახტომისებური ზრდა იყო.

მესამე გამოწვევა კი არის ლოგისტიკური საკითხები, გადაზიდვები. ჩვენ უფრო მეტ სიახლოვეს და ლოგისტიკური ხაზების უფრო სწრაფად მოქმედებას ვისურვებდით. ეს პროცესები, რა თქმა უნდა, პირდაპირ აისახება ხარჯებზე“, - განაცხადა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები