მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ინფლაციის დასათრგუნად მხოლოდ სებ-ის აქტიურობები საკმარისი აღარ არის - ირაკლი კოვზანაძე

6321b18dd8785
ინგა მურუსიძე
14.09.22 15:25
488
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად 11%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. სებ-ის განცხადებით, ქვეყანაში ინფლაციური რისკები ნარჩუნდება, ამიტომაც მიზანშეწონილია განაკვეთი გამკაცრებულ დონეზე შენარჩუნდეს.

დეპუტატები სებ-ის გადაწყვეტილებას სწორად მიიჩნევენ.

„ვფიქრობ, რომ ეროვნული ბანკი თავის გადაწყვეტილებებში არის დამოუკიდებელი და ბოლო პერიოდში ვცდილობ, რომ ეს დამოუკიდებლობა უზრუნველვყო. ეს არის სებ-ის გადაწყვეტილება - ის ინარჩუნებს მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას. რამდენიმე ფაქტორის კომბინაცია უნდა იყოს აქ, მათ შორის მკაცრი მონეტარული საპროცენტო განაკვეთები და დეფიციტის შემცირება, რაშიც პროგრესი გვაქვს. და მე ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია მთავრობის ჩართულობა. უნდა გაიზარდოს კონკურენცია მთელი რიგი მიმართულებებით, მაგალითად ეკონომიკის სამინისტრო უნდა დაეხმაროს ეროვნულ ბანკს... სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროები და სხვა მიმართულებებიც.

მხოლოდ ცენტრალური ბანკის აქტიურობები ინფლაციის დასათრგუნად საკმარისი აღარ არის. ორ ფაქტორში გვაქვს პროგრესი - ერთი, ფინანსთა სამინისტროს ნაწილია და დეფიციტი მცირდება, მეორე მკაცრი მონეტარული პოლიტიკა და სხვა ფაქტორები არის ჩასართველი. მაგალითად, ჩვენ ვნახეთ, რომ მაგალითად თურქული მედიკამენტების ბაზრის გახსნამ გამოიწვია ფასების შემცირება. ასეთი გადაწყვეტილებები არის მისაღები და კონკურენცია არის გასაზრდელი. ამ ფაქტორების ჩართვა არის საჭირო იმისთვის, რომ ინფლაცია დავთრგუნოთ და შევამციროთ“, - ამბობს საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე.

თავის მხრივ, საპარლამენტო ოპოზიციის წევრი, რომან გოცირიძე ამბობს, რომ რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა სწორი არ იქნებოდა.

„სებ-ის გადაწყვეტილება სწორია, რეფინანსირების განაკვეთის ზრდა არ იქნებოდა გამართლებული. ინფლაციის შეზღუდვა შეეძლო ეროვნულ ბანკს სხვა გზებით და ამ შემთხვევაში ეს გადაწყვეტილება არის სწორი“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები