მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ინფლაცია 29-თვიან მაქსიმუმზეა - აგვისტოში ფასების ზრდა 4.6%-მდე დაჩქარდა

საქართველოში ინფლაციის ტემპი დაჩქარდა. აგვისტოში წლიური ინფლაცია 4.6%-მდე გაიზარდა. ეს ბოლო ორი წლის განმავლობაში ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. შედარებისთვის, ივლისში წლიური ინფლაცია 4.3%-ს შეადგენდა. სტატისტიკის მიხედვით, ინფლაციის მატება ძირითადად სურსათის გაზრდილმა ფასებმა განაპირობა, ამ ჯგუფში ფასები ჯამურად წლიურად 10%-ით არის მომატებული. ასევე გაზრდილია ჯანდაცვის სერვისების და მომსახურების ფასები, ამ მიმართულებით წლიური ზრდა 9.3%-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები