მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ინფლაციასთან დაწევის მუდმივი სტრატეგია გვაქვს“ - როგორ შეიცვალა ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისების ღირებულება?

დაზღვევა

"სადაზღვევო კომპანიებსა და კლინიკებს შორის კონტრაქტების ღირებულება ინფლაციის ტემპს ძალიან ჩამორჩება", - ამის შესახებ „საქმის კურსთან“ ინტერვიუში „არდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა. მიხეილ ჯაფარიძის განმარტებით, ინფლაციის გათვალისწინებით ყველა კონტრაქტის ღირებულების საშუალო ზრდა წლიურად 12-დან 15%-მდე მერყეობს, რაც თანხვედრაშია ჯამურ ინფლაციასთან და იმ შედეგებთან, რასაც კომპანიის ზარალიანობა აჩვენებს.

„როგორც კი ჩვენი ზარალიანობა დასტაბილურებას იწყებს, ავტომატურად სტაბილურდება ფასები. ჯერჯერობით, ამის ნიშანწყალს ვერ ვხედავთ, თუმცა შედარებით შემცირდა გაძვირების ტემპი.

ინფლაცია ტექნიკურად შეიძლება იკლებს, მაგრამ შეხება გვაქვს ე.წ საბაზო ეფექტებთან, რადგან ინფლაცია შეიძლება დღეს ნაკლებია, ვიდრე შარშან იყო, მაგრამ ჩვენ უკვე გაზრდილ ინფლაციასთან გვაქვს შეხება.

ჩვენ რომ გვქონოდა დეფლაციური მომენტი, მერე შეიძლება ყოფილიყო [ფასების] კლებაზე საუბარი. გვაქვს კონტრაქტები, რომელიც შარშან დაიწყო და გასული წლიდან მოყოლებული გაძვირების ეფექტს ებრძვის უკვე წელს, ამიტომ ძალიან ჩამორჩება სადაზღვევო კომპანიების კონტრაქტები და გაძვირების ნაწილი ინფლაციის ტემპს და მუდმივი დაწევის სტრატეგია გვაქვს“, - განმარტავს ჯაფარიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები