მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფლაციის გამო, არგენტინელები იძულებული არიან ნაკლები ხორცი მოიხმარონ - Reuters

ძროხის ხორცი

ინფლაციის გამო, არგენტინელები იძულებული არიან ნაკლები ხორცი მოიხმარონ. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, წელს არგენტინაში ხორცის მოხმარება დაახლოებით 16%-ით შემცირდა.

მიუხედავად ამისა, არგენტინის მოქალაქე წელიწადში დაახლოებით 44 კილოგრამ ძროხის ხორცს მიირთმევს, რაც შარშანდელ მონაცემებთან შედარებით მკვეთრი შემცირებაა. ამჟამინდელი კლება, გამოწვეულია თითქმის 300%-იანი ინფლაციისა და სტაგნაციური ეკონომიკის გამო, ასევე ლიბერტარიანელი პრეზიდენტის, ხავიერ მაილის მიერ დაწესებული მკაცრი მკაცრი ზომების გამო.

პარალელურად, შემცირებულია საქართველოში არგენტინიდან ხორცის იმპორტიც. 2023 წელს საქართველომ არგენტინიდან 267.1 ათასი აშშ დოლარის 160.5 ტონა ღორის ხორცი იყიდა. მიმდინარე წელს კი, იმპორტი განახევრებულია. 2024 წლის იგივე საანგარიშო პერიოდში, იანვარ-მაისში საქართველოში 107 ათასი აშშ დოლარის 80.9 ტონა არგენტინული ღორის ხორცი შემოვიდა.

რაც შეეხება საქონლის ხორცს 2023 წელს საქართველომ არგენტინიდან 30 ტონა, მიმდინარე წლის 5 თვეში კი, 2.3 ტონა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცი შეიძინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები