მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სურსათის ეროვნული სააგენტო ხორცის მიკვლევადობის ახალ ელექტრონულ სისტემას ნერგავს

ხორცი

ხორცისა და ხორცპროდუქტების კონტროლის ელექტრონული სისტემა უახლოეს მომავალში დაინერგება, რაც სახელმწიფო კონტროლს უფრო სწრაფსა და ეფექტიანს გახდის.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ახალი სისტემის დანერგვა გააძლიერებს ხორცისა და ხორცპროდუქტების მონიტორინგს და ხელს შეუწყობს სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის თანამედროვე მექანიზმის შექმნას.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ შემუშავებული სისტემა სრულ თანხვედრაშია ევროკავშირის შესაბამის მოთხოვნებთან და წარმოადგენს მნიშვნელოვან პროგრესს საქართველოში სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის მიმართულებით.

მიკვლევადობა გულისხმობს შესაძლებლობას, დადგინდეს ხორცის ზუსტი წარმომავლობა და ის გზა, რასაც პროდუქტი გადის „ფერმიდან სუფრამდე“. ახალი სისტემით მარტივდება ინფორმაციის მოძიება პროდუქტის წარმოშობისა და მისი გადაადგილების შესახებ.

ხორცი და ხორცპროდუქტები მაღალი რისკის სურსათს განეკუთვნება, რის გამოც მის ეფექტიან კონტროლს ადამიანების ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

სურსათის ეროვნული სააგენტო აღნიშნულ ელექტრონულ სისტემას გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) NAITS პროექტის ტექნიკური მხარდაჭერით ნერგავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები