მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციას ახალი წევრები შეემატნენ

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია
26.01.24 18:47
1069

„ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციას“ ახალი წევრი კომპანიები შეუერთდნენ. აღნიშნული კომპანიები ინდუსტრიის სხვადასხვა მიმართულებით საქმიანობენ. მათი პრეზენტაცია იანვრის დასაწყისში, “ლოპოტა სპა რეზორტში” შედგა.

ღონისძიებაზე პრეზენტაციით წარდგა შვიდი ახალი კომპანია, ესენია: ელსაიდი, ბემონი ინჟინერია და მშენებლობა, ჰიდროდიაგნოსტიკა, ვორტექსი, სელფორდი, აპარტ ქონსთრაქშენი, სპეცკომფორტი.

ღონისძიებას მოდერაციას BMG-ს გენერალური პროდიუსერი გიორგი ისაკაძე უწევდა.

ასოციაციამ წარმატებით დახურა სამშენებლო სფეროში მენტორინგის პროექტი, რომლის შესახებაც აღნიშნულ ღონისძიებაზე ისაუბრეს პროგრამის ექსპერტმა ნანა მიქაშავიძემ, ასევე მენტორის სტატუსით მონაწილე “არალის” დირექტორის მოადგილემ, ეკა თათეშვილმა და პროგრამით მოსარგებლე კომპანია “წალკა ინვესტის” დამფუძნებელმა და დირექტორმა დავით გიორგაძემ.

ასოციაციამ ასევე, გამგეობის ახალი წევრი აირჩია და მას “ბემონი ინჟინერია და მშენებლობა” წარმოადგენს. კომპანიის მმართველი დირექტორი გიორგი მირცხულავა აღნიშნავს: “ჩვენთვის დიდი პატივი და, ამავდროულად, პასუხისმგებლობაცაა ასოციაციის გამგეობის წევრობა და მონაწილეობის მიღება ისეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებში, რომლებიც დაკავშირებულია ასოციაციის სტრატეგიულ და სამოქმედო გეგმებთან.

მოგეხსენებათ, ,,ბემონი’’ ენერგოინფრასტრუქტურის დარგში ერთ-ერთი ლიდერია, ხოლო აღნიშნული სექტორის მნიშვნელობა კი დღითი დღე იმატებს.

ვფიქრობ, ჩვენი გუნდის ცოდნისა და მრავალწლიანი გამოცდილების გაზიარება საინტერესო და სარგებლის მომტანი იქნება როგორც ენერგეტიკის სექტორში მოღვაწე კომპანიებისთვის, ასევე ასოციაციის სხვა წევრებისთვისაც.”

კომპანია ვორტექსის დირექტორი, არჩილ ნასრაშვილი აღნიშნავს, რომ კომპანია “ვორტექსი” ინფრასტრუქტურის მშენებლობაში აქტიურად მონაწილეობს, ამიტომ, ბუნებრივია, მათი ინტერესი ასოციაციის წევრობის მიმართ: “ICCA გვაძლევს საშუალებას, გავიცნოთ პოტენციური პარტნიორები, დავამყაროთ ახალი ურთიერთობები. ამავე დროს, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ გაფართოებაზე, კომპანიის მასშტაბების გაზრდაზე, რაშიც ასოციაცია, როგორც ჩვენი პარტნიორი, ვფიქრობთ, აქტიურად დაგვეხმარება და ჩვენი ეს თანამშრომლობა, სხვადასხვა სირთულეებისა და გამოწვევების დაძლევის გზაზე, ნაყოფიერი და შედეგზე ორიენტირებული იქნება.”

შეხვედრის ოქროს სპონსორს წარმოადგენდა კომპანია „ვისოლი“, ხოლო მხარდამჭერს - თიბისი ბანკი. კომპანია “ვისოლი”-ს გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ აუდიტორიას მისასალმებელი სიტყვით მიმართა, ხოლო კორპორაციული გაყიდვების დირექტორმა გიორგი ჩორგოლაშვილმა ინდუსტრიის წარმომადგენლებს კომპანიის ახალი მიმართულებები წარუდგინა.

ღონისძიების ფარგლებში, თიბისი ბანკის წარმომადგენლებმა, თიბისის, როგორც წამყვანი საფინანსო ინსტიტუტის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში მხარდაჭერაზე ისაუბრეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები