მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ინფრასტრუქტურის სამინისტრო თბილისში სამშენებლო მასალების ხარისხის კონტროლის ლაბორატორიას ქმნის

ლაბორატორია

ინფრასტრუქტურის სამინისტრო თბილისში ახალი მრავალფუნქციური ხარისხის მაკონტროლებელი ლაბორატორიის შექმნას გეგმავს. ლაბორატორია სამშენებლო მასალებისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების ხარისხის შემოწმებას უზრუნველყოფს, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს ქვეყნის ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხის მართვის სისტემას.

რას შეამოწმებს ახალი ლაბორატორია:

  • ასფალტის ნარევი და საფარი;
  • მყარი და გაუმყარებელი ბეტონი, შემკვრელები, ქვის მსხვილ და წვრილ შემავსებლები;
  • არმატურა;
  • გრუნტები, საფუძვლის ფენები;
  • გზების საექსპლუატაციო პარამეტრები, საგზაო ნიშნები, ჰორიზონტალური და ვერტიკალური მონიშვნა;
  • ფერდების მონიტორინგი და უსაფრთხოება;
  • წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემებში გამოყენებული მასალები, ელექტრო აღჭურვილობა და მართვის სისტემები;
  • საინჟინრო ნაგებობების არსებული მდგომარეობა.


უწყების ცნობით, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა უკვე ჩაატარა ტენდერი ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებისა და საავტორო ზედამხედველობის მომსახურებაზე. ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ტასჰაბი“ დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად გერმანიას ეწვივნენ, სადაც გაეცნენ კომპანიების „Chemische Technische Laboratorium Heinrich Hart GmbH“ და “SBT - Paul Simon & Partner Ingenieure“ გამოცდილებას.

დეპარტამენტის წარმომადგენლებისთვის ჩატარდა გზისა და საბურავის შეჭიდულობის განსაზღვრელი SKM-მზომი მანქანის და გზების დიაგნოსტიკის სისტემის თეორიული და პრაქტიკული პრეზენტაცია.

უწყება წერს, რომ ახალი ლაბორატორია იქნება პირველი მრავალფუნქციური ხარისხის მაკონტროლებელი ცენტრი საქართველოში, რაც ხელს შეუწყობს სამშენებლო სექტორის განვითარებას და ინფრასტრუქტურული სამუშაოების ხარისხის გაუმჯობესებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები