მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ინფრასტრუქტურის სამინისტრო ზუგდიდამდე 75-კილომეტრიანი 4-ზოლიანი მაგისტრალის საპროექტო ტენდერს გამოაცხადებს

გზა ავტობანი მაგისტრალი

ინფრასტრუქტურის სამინისტრო სამეგრელოს რეგიონში 4-ზოლიანი მაგისტრალის განვითარებას გეგმავს. სამინისტროში BMG-ის წერილობით განუცხადებს, რომ სამტრედია-ზუგდიდი-რუხის მაგისტრალის საპროექტო ტენდერი 2026 წელს გამოცხადდება.

პროექტის შესახებ ოქტომბერში პარლამენტში ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ განაცხადა.

"იგეგმება სამტრედია-ზუგდიდის 75.7 კმ-იანი მონაკვეთის დეტალური პროექტირების მომზადება, რომელზეც მუშაობა დაწყებულია ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტაციაზე. აღნიშნული მაგისტრალის - სამტრედია-ცაცხვის მონაკვეთი 4-ზოლიანი იქნება და ასევე 4-ზოლიანი იქნება ცაცხვი-რუხის მონაკვეთის სამუშაოებს ჩვენ აუცილებლად დავიწყებთ,“ - აღნიშნა მაშინ მინისტრმა.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენი მილიონი ლარი დაჯდება ახალი გზის პროექტირება და რა დაჯდება მისი მშენებლობა.

გარდა აღნიშნული პროექტისა, მთავრობა 2026 წელს ასევე გეგმავს ბადიაური–ბაკურციხის 31.7 კმ-იანი ოთხზოლიანი გზის მშენებლობას, რისთვისაც 2026-2029 წლებისთვის 576 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება. იგეგმება აგრეთვე გურჯაანი–თელავის 36.6 კმ-იანი და წნორი–ლაგოდეხის 40.4 კმ-იანი მონაკვეთების პროექტირებაც.

მომდევნო წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია თბილისის შემოვლითი მაგისტრალის მშენებლობის დაწყებაც, რომელზეც 2026-2029 წლებში 1.3 მილიარდი ლარი უნდა დაიხარჯოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები