მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ინფრასტრუქტურულ პროექტებში "დიზაინ ბილდის" მოდელის შეზღუდვა სწორი მიდგომაა - CIT Georgia

გზა გზები მაგისტრალი ავტობანი

"ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაწყვეტილება, რომ "დიზაინ ბილდის" მოდელით ინფრასტრუქტურული პროექტები აღარ განხორციელდება, სწორი მიდგომაა" - ამის შესახებ სამშენებლო ლაბორატორია Caucasian Infrastructure Technology-ში აცხადებენ.

როგორც კომპანიის დირექტორმა, ტიტე ჯიშიაშვილმა “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, "დიზაინ-ბილდის" მოდელი, რომლის თანახმადაც პროექტირებასა და მშენებლობას ერთი კომპანია ახორციელებდა, მნიშვნელოვან რისკებს შეიცავდა, მათ შორის კომპანიების მხრიდან არაკეთილსინდისიერი ქმედებების კუთხით.

"პირადად ჩემი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით არის ის, რომ გარკვეულ სიტუაციებში შესაძლებელია გადაუდებელი სამუშაოები იყოს და მშენებელმა თვითონვე შეასრულოს საპროექტო სამუშაოები. თუმცა რისკები მაღალია. მშენებელი წყვეტს, რა უნდა გააკეთოს. პირობითად, რაც უფრო მეტს გაბურღავს, მშენებელს უფრო მეტი თანხა ხვდება.

ფაქტობრივად, დადასტურდა კიდეც, რომ საქართველოში ამ მოდელმა არ იმუშავა, რადგან იყო პროექტები, რომლებიც სწორედ ამიტომ გაიწელა. როგორც წესი, უნდა იყოს ცალკე საპროექტო დიზაინის მომზადება, ცალკე ზედამხედველობა, ცალკე მშენებლობა და ცალკე ხარისხის შემოწმება. ვინაიდან ჩვენს ქვეყანაში არის იმხელა რისკი, რომ მშენებელმა ეს არ გამოიყენოს კეთილსინდისიერად, რა თქმა უნდა, [ეს გადაწყვეტილება სწორია]”, - განაცხადა ტიტე ჯიშიაშვილმა.

ცნობისთვის, ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, "დიზაინ ბილდის" მოდელით ინფრასტრუქტურული პროექტები აღარ განხორციელდება. პროექტირების ეტაპი დამოუკიდებელი პროცესი გახდება, ერთობლივად პროექტირება-მშენებლობა კი მხოლოდ საგამონაკლისო შემთხვევებში იქნება დაშვებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები