მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინგლისის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა

645cd2ee630c7
გიორგი თოლორდავა
11.05.23 15:32
692
ინგლისის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების და რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზო პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.

გამკაცრების შედეგად, გაერთიანებულ სამეფოში რეფინანსირების განაკვეთმა 4.50%-იან ნიშნულს მიაღწია, რაც გასული 25 წლის უმაღლესი მაჩვენებელია.

მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება პირდაპირ კავშირშია ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების ზრდასთან. შეგახსენებთ, რომ ამჟამად ბრიტანეთში ინფლაციის დონე 10.1%-იან ნიშნულზეა, რაც 40 წლის მაქსიმუმია.

„კომიტეტი გადადგამს ყველა საჭირო ნაბიჯს, რათა საშუალოვადიან პერსპექტივაში ინფლაციის მაჩვენებელი სამიზნე 2%-იან ნიშნულს დაუბრუნდეს“, - წერია ცენტრალური ბანკის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა წინა შეხვედრაზეც გაზარდა, თუმცა არა 25, არამედ 50 საბაზო პუნქტით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები