მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინგლისის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა

649444ec8cfd2
გიორგი თოლორდავა
22.06.23 16:59
383
ინგლისის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების და რეფინანსირების განაკვეთის 50 საბაზო პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.

გამკაცრების შედეგად, გაერთიანებულ სამეფოში რეფინანსირების განაკვეთმა 5%-იან ნიშნულს მიაღწია, რაც გასული 25 წლის უმაღლესი მაჩვენებელია.

მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება პირდაპირ კავშირშია ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების ზრდასთან. შეგახსენებთ, რომ ამჟამად ბრიტანეთში ინფლაციის დონე 10%-იან ნიშნულზეა, რაც 40 წლის მაქსიმუმია.

„კომიტეტი გადადგამს ყველა საჭირო ნაბიჯს, რათა საშუალოვადიან პერსპექტივაში ინფლაციის მაჩვენებელი სამიზნე 2%-იან ნიშნულს დაუბრუნდეს“, - წერია ცენტრალური ბანკის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა წინა შეხვედრაზეც გაზარდა, თუმცა არა 50, არამედ 25 საბაზო პუნქტით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები