მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინგლისის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა უცვლელად დატოვა

ინგლისის ცენტრალური

ინგლისის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის უცვლელად დატოვების და რეფინანსირების განაკვეთის 5%-იან ნიშნულზე განსაზღვრის გადაწყვეტილება მიიღო.

გაერთიანებული სამეფოს მთავარი ფინანსური ორგანოს მხრიდან მსგავსი გადაწყვეტილების მიღება მოსალოდნელი იყო, რადგან ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი წინა შეხვედრაზე უკვე შეამცირა 25 საბაზისო პუნქტით, შესაბამისად, ამ თვეს ინტერვენცია არ იყო მოსალოდნელი.

ოფიციალური უწყების განმარტებით, დიდ ბრიტანეთში ინფლაცია 2%-იან სამიზნე ნიშნულამდეა შემცირებული, რაც მონეტარული პოლიტიკის ეტაპობრივად შემსუბუქების შესაძლებლობას იძლევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები