გავლენიანი იტალიელი საფეხბურთო სატრანსფერო ექსპერტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია გარეტ საუთგეიტთან კონტრაქტის განახლებას გეგმავს, რათა კვლავ ის გაუძღვეს ნაკრებს 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე.
მიუხედავად ევრო 2024-ის ფინალის შედეგისა, ინგლისის საფეხბურთო ნაკრების ხელმძღვანელები გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მხოლოდ საუთგეიტს განიხილავენ, რაზედაც მოლაპარაკებები ტურნირის დასრულების შემდეგ დაიწყება.
გარეთ საუთგეიტი ინგლისის ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მწვრთნელია მან "სამი ლომი" უკანასკნელი 4 დიდი ტურნირიდან სამში მინიმუმ ნახევარფინალურ სტადიამდე გაიყვანა, ევროპის ჩემპიონატებზე კი სულაც ფინალზე ნაკლები შედეგი არ ჰქონია.
ცნობისთვის, საუთგეიტს ინგლისის ნაკრებთან კონტრაქტი მიმდინარე წლის დეკემბრის ჩათვლით აკავშირებს და სანაკრებო დონეზე მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელია 5,8 მილიონი ევროთი.