ინგლისის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის უცვლელად დატოვების და რეფინანსირების განაკვეთის 3.75%-იან ნიშნულზე განსაზღვრის გადაწყვეტილება მიიღო.
გაერთიანებული სამეფოს მთავარი ფინანსური ორგანოს მხრიდან მსგავსი გადაწყვეტილების მიღება მოსალოდნელი იყო, ამიტომ მას ინვესტორების გაკვირვება არ მოჰყოლია. აღსანიშნავია, რომ ცენტრალურმა ბანკმა წინა შეხვედრაზეც ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო.
ოფიციალური უწყების განმარტებით, დიდ ბრიტანეთში ინფლაცია სამიზნე ნიშნულამდეა შემცირებული, თუმცა ნავთობის გაძვირება სამომხმარებლო ფასების დაჩქარების რისკებს ზრდის, ამიტომ BOE სიფრთხილეს ინარჩუნებს.




























