მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ინგლისში 11 წლამდე ფეხბურთელებს თავით თამაში აეკრძალათ

თავით თამაშის აკრძალვა U11 ინგლისი

ბავშვებს შორის ჯანმრთელობის უსაფრთხოების გაზრდის მიზნით ინგლისში 11 წლამდე ფეხბურთელებს ბურთზე თავით თამაში აეკრძალათ.
ინგლისის საფეხბურთო ასოციაციაში განაცხადეს, რომ ამ იდეაზე ორი წლის მანძილზე მსჯელობდნენ და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ბავშვებს შორის განზრახ თავით თამაში არაპირდაპირი საჯარიმო დარტყმით დააჯარიმონ.

7-დან 9 წლამდე ბავშვები თავით თამაშს მომავალი სეზონიდან შეწყვეტენ, 10 წლამდე - 2025/26 სეზონიდან, 11 წლამდე - 2026/27 სეზონიდან, ხოლო 12 წლიდან შეზღუდვა აღარ იმოქმედებს.

“ჩვენ ვაგრძელებთ წამყვანი როლის შესრულებას ფეხბურთის უსაფრთხოების შეფასებასა და გაუმჯობესებაში. ჩვენი მიზანია, სხვა საკითხებთან ერთად, შევუქმნათ მოთამაშეებს უფრო მეტი ტექნიკური შესაძლებლობა, რომ ითამაშონ ბურთი ფეხით, უზრუნველვყოთ სათამაშო დროის უფრო ეფექტური გამოყენება და შემცირდეს მატჩის დროს ბურთის ჰაერში ყოფნის ხანგრძლივობა” - ნათქვამია ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის განცხადებაში.

აღნიშნული გადაწყვეტილება დაფუძნებულია კვლევაზე, რომლის მიხედვითაც ფეხბურთელები უფრო ხშირად იღუპებიან ტვინის პრობლემების გამო, ვიდრე სხვა საქმიანობით დაკავებული ადამიანები. მაგალითად, პროფესიონალი ფეხბურთელი იმავე ასაკის საშუალო სტატისტიკურ ადამიანს, რომ შევადაროთ დემენციითა და სხვა თავის ტვინის დაავადებებით სამნახევარჯერ უფრო ხშირად იღუპება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები