მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაზე ძვირადღირებული საფეხბურთო კლუბები

64bfb05f146ce
ირაკლი მოდებაძე
26.07.23 00:00
829

საფეხბურთო კლუბების ბრენდის ღირებულება საკუთრივ საფეხბურთო კლუბის ღირებულებას არ წარმოადგენს. მაგალითისათვის, "Manchester United-ს" დიდი საფეხბურთო წარმატებისათვის 2013 წელს სერ ალექს ფერგიუსონის წასვლის შემდეგ არ მიუღწევია. მიუხედავად ამისა, კლუბმა 2021 წელს საფეხბურთო მაისურების გაყიდვების მეოთხე საუკეთესო შედეგი დააფიქსირა, რაც კლუბს დიდ ფინანსურ დახმარებას უწევს. იგივე შეიძლება ითქვას საუდის არაბეთის "Al-Nassr-ზე", რომლის საფეხბურთო ფორმების გაყიდვებიც კრიშტიანუ რონალდუს კლუბში გადასვლის შემდეგ 300%-ით გაიზარდა.

$1.56-მილიარდიანი ღირებულებით 2023 წელს ყველაზე ძვირად შეფასებული საფეხბურთო კლუბის ბრენდი "Manchester City FC" გახლავთ. ბრენდის ფასი გასული წლის შემდეგ 13.5%-ით გაიზარდა, რაც კლუბის ადგილობრივ და საერთაშორისო ასპარეზზე წარმატების შედეგია. 2011 წლიდან მოყოლებული კლუბმა ინგლისის პირველი ლიგა 7-ჯერ მოიგო, 2023 წელს კი ე.წ „ტრებლის“ განხორციელებაც შეძლო, ანუ მოიგო პირველი ლიგა, დაეუფლა ეროვნულ თასს და გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული.

მეორე ყველაზე ძვირად ღირებული საფეხბურთო კლუბის ბრენდი ესპანური "Real Madrid CF" გახლავთ, რომლის ფასიც $1.5 მილიარდს აღემატება. თუმცა კლუბის ბრენდის ღირებულება გასულ წელთან შედარებით 14%-ითაა შემცირებული. "მადრიდის რეალმა" წელს ადგილობრივ თუ საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებას ვერ მიაღწია, რაც აღნიშნული კლების მიზეზი გახდა.

ყველაზე ძვირად ღირებული კლუბების ბრენდების სამეულს კიდევ ერთი ესპანური კლუბი, "FC Barcelona" ხურავს, რომლის ღირებულებაც $1.4 მილიარდს შეადგენს. შეიძლება ითქვას, რომ კატალონიის „ბარსელონა“ მადრიდის „რეალთან“ ერთად ადგილობრივ უმაღლეს ლიგაში დომინირებს. 94 წლის განმავლობაში 62-ჯერ აღნიშნული ლიგის გამარჯვებული სწორედ ამ ორი გუნდიდან ერთ-ერთი გახდა. ორი ესპანური გუნდის ფინანსურ წარმატებაზე გავლენა უკანასკნელი ათწლეულების ორმა საუკეთესო ფეხბურთელმა, ლიონელ მესიმ და კრიშტიანუ რონალდუმაც იქონია. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში აღნიშნული კლუბები ორივე ვარსკვლავმა დატოვა, მათი კვალი კლუბების ფინანსურ მდგომარეობას დღემდე ეტყობა.

ხუთეულში კიდევ ორი ინგლისური კლუბი, "Manchester United FC" და "Liverpool FC" გვხვდება. აღნიშნული კლუბების ბრენდების ღირებულებაც ამჟამად დაახლოებით $1.4 მილიარდს შეადგენს.

ათეულში ერთადერთი ფრანგული კლუბი, "Paris Saint-Germain" ბრენდის $1.17-მილიარდიანი ღირებულებით მე-6 პოზიციას იკავებს. ათეულში ერთადერთი გერმანული კლუბი, "FC Bayern Munchen-ი" კი მე-7 პოზიციაზეა წარმოდგენილი და მისი ბრენდის ღირებულება $1.1 მილიარდს შეადგენს.

ბოლო სამი პოზიცია კვლავ ინგლისურ საფეხბურთო კლუბებს უკავიათ. მე-8, მე-9 და მე-10 ყველაზე ძვირად ღირებული კლუბების ბრენდები "Arsenal FC", "Tottenham Hotspur FC" და "Chelsea FC" არიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები