მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

''მანჩესტერ სიტი'' მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ საფეხბურთო კლუბად დასახელდა

64805754df99b
ირაკლი მოდებაძე
08.06.23 01:00
941
''სიტის'' კოვიდ 19-ის პანდეემის შემდეგ, 34%-იანი ზრდა აქვს და მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ კლუბებში, 1.51 მილიარდი ევროთი, პირველ ადგილზე გადაინაცვლა. ბოლო 6 წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პირველ ადგილზე ინგლისური კლუბი აღმოჩნდა, რადგან აქამდე პირველობას მადრიდის ''რეალი'' არავის უთმობდა, რომელიც წელს რეიტინგში მეორე ადგილს 1.46 მილიარდი ევროთი იკავებს.

ამ სეზონში კლუბი ასევე მოხვდა ''Deloitte Money League''-ზე, მას შემდეგ რაც დაფიქსირდა რეკორდული შემოსავალი £613 მილიონი და მოგება £41.7 მილიონი, რაც ორჯერ მეტია წინა სეზონის შემოსავალზე.

''სიტის'' საცალო ვაჭრობამ გააგრძელა რეკორდების მოხსნა 2022/23 წლების სეზონის კომპლექტებზე წარმოუდგენელი მოთხოვნით. როგორც კლუბი იტყობინება ახალი მაისური ყოველ 12 წამში ერთხელ იყიდება.
შეგახსენებთ, მანჩესტერული კლუბი ამ ისტორიულ სეზონს ჩემპიონთა ლიგის ფინალით მილანის ''ინტერის'' წინააღმდეგ დახურავს, რომელიც 10 ივნისს, სტამბოლში გაიმართება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები