მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არაბები მბაპეში კოლოსალურ თანხას იხდიან

64bfaec2a610a
ირაკლი მოდებაძე
25.07.23 23:28
647

"პსჟ-მ" მბაპე იაპონური ტურნეს მიღმა დატოვა და ტრანსფერზე დააყენა. პარიზელებმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მბაპემ უარი თქვა კონტრაქტის განახლებაზე, კლუბის პრეზიდენტ ნასერ ალ-ხელაიფის კი მომდევნო წელს მთავარი ვარსკვლავის უფასოდ დაკარგვა არ უნდა და ამიტომაც ცდილობს, რომ ახლა მასში ფული გამოიმუშაოს.

კილიანს ყველაზე ხშირად "მადრიდის რეალს" უკავშირებენ, გაიჟღერა "არსენალის" ვარიანტმაც, მაგრამ საქმეშია "ალ-ჰილალიც"! ცნობილი სატრანსფერო ექსპერტი ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ საუდელებმა "პსჟ-ს" 24 წლის ფეხბურთელში 300 მილიონი ევრო შესთავაზეს!

თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ კონტრაქტი ერთ წელში იწურება, 300 მილიონი ძალიან სარფიანი შეთავაზებაა. ჯერჯერობით, არაბებს მბაპეს გარემოცვასთან პირდაპირი მოლაპარაკებები არ დაუწყიათ, თუმცა, მედიაში დაიწერა, რომ მზად არიან ფრანგს სეზონში 400 მილიონი ევრო გადაუხადონ.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა გასულ სეზონში საფრანგეთის საუკეთესო ბომბარდირისა და მოთამაშის წოდება მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები