მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სფფ-ის ვიცეპრეზიდენტი აკაკი ალადაშვილი UEFA-ს იურიდიული კომიტეტის წევრი გახდა

649d45a540c13
ირაკლი მოდებაძე
29.06.23 14:20
968
შვეიცარიის ქალაქ ნიონში UEFA-ს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომლის გადაწყვეტილებითაც, თბილისის საკრებულოს წევრი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი აკაკი ალადაშვილი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში UEFA-ს იურიდიული კომიტეტის წევრი იქნება. ინფორმაციას თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.

მათივე ცნობით, აკაკი ალადაშვილი სფფ-ის მენეჯმენტის კიდევ ერთი წარმომადგენელია, რომელიც UEFA-ს კომიტეტებს შეუერთდა.

„აღსანიშნავია, რომ აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში სფფ-ის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა კომიტეტის წევრის რანგში პირველად მიიღო მონაწილეობა. აღმასრულებელმა კომიტეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელა და შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღო. UEFA-ს აღმასრულებელი კომიტეტის შემდეგი სხდომა 26 სექტემბერს კვიპროსში, ლიმასოლში, გაიმართება,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები